4 ქართველი ბიჭი თავს დამესხა - რას ყვება წერეთლის უნივერსიტეტში ნაცემი ნიგერიელი სტუდენტი?

4 ქართველი ბიჭი თავს დამესხა - რას ყვება წერეთლის უნივერსიტეტში ნაცემი ნიგერიელი სტუდენტი?

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის შედეგად ნაცემი ნიგერიელი სტუდენტის საქმე დღემდე გამოუძიებელია. როგორც ნიგერიელი სტუდენტი გიწა აბიოდუნი აცხადებს, ინციდენტს უნივერსიტეტის დაცვაც შეესწრო, თუმცა მათ არაფერი მოუმოქმედებიათ სიტუაციის განსამუხტად.

"უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი, როდესაც 4 ქართველი ბიჭი უმიზეზოდ თავს დამესხა. კართან ერთ-ერთმა ხელი დამარტყა და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. მიუხედავად ამ შემთხვევისა, მაინც მოგვწონს ჩვენ საქართველო და ქართველები. ყველანი ერთნაირები არ არიან, მაგრამ უმრავლესობა რასისტია. გვინდა გაიგონ ქართველებმა, ჩვენ ცუდები არ ვართ, იმის გამო რომ შავკანიანები ვართ და აზრი შეიცვალონ ჩვენზე", - ამბობს გიწა აბიოდუნი.

დაზარალებული სტუდენტის თქმით, მან პატრული გამოიძახა, თუმცა ბიჭებმა გაქცევა მოასწრეს. პატრულმა კი ისინი დღემდე ვერ იპოვა. წერეთლის უნივერსიტეტში ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მოხდა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა