ცხოვრება უკარფანჯრო სახლში

ცხოვრება უკარფანჯრო სახლში

სოფელ გურჯაანში ნადირაშვილების ოთხსულიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. სახლს არც ჭერი, არც იატაკი და არც კარები აქვს. დაზიანებული სახურავიდან შენობაში წყალი ჩადის და ოთახებში სინესტის სუნი დგას. ოჯახი გაზისა და წყალის გარეშეა დარჩენილი და ყველაფერთან ერთად, დენიც გათიშული აქვთ. როგორც ოჯახის უფროსი თამაზ ნადირაშვილი აღნიშნავს, დახმარებისთვის გამგეობას რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

"წლების წინ თავში რკინა ჩამარტყეს, ინვალიდი ვარ და ფიზიკურად მუშაობა არ შემიძლია. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და ჩემი ინვალიდობის პენსიაა, რომელიც ვალების დასაფარად არ მყოფნის. ზამთარში თოვლი რომ მოვიდეს, თავზე ჩამოგვექცევა. გამგეობას რამდენჯერმე მივაკითხე გადახურვაზე, მაგრამ უშედეგოდ. თვიდან თვემდე მშივრები ვართ, რასაც ჰქვია, მარტო ვარსებობთ. ეხლაც სახლში რომ არაფერი იყო, ცოლ-შვილი, რამდენიმე დღით ნათესავთან გავგზავნე. ბევრჯერ მშიერი დავწოლილვარ, რომ სხვებს ეჭამათ რამე. იქნებ ვინმემ მიიტანოს ჩვენი გასაჭირი გულთან და რამით დაგვეხმარონ" - ამბობს თამაზ ნადირაშვილი.

ნადირაშვილების გაჭირვებას შვილის ავადმყოფობაც თან დაერთო, რომლის გამოც ვალები აიღეს და დღემდე გაჭირვებით იხდიან. 21 წლის ფეხმძიმე გოგონას 7 თვის წინ სიმსივნე აღმოაჩნდა. მას ოპერაციაც გაუკეთეს, თუმცა რეაბილიტაციისთვის საჭირო წამლების ფული ოჯახს არ აქვს. მათ მეზობლები ეხმარებიან.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა