რიჩარდ ნორლანდმა მიხეილ სააკაშვილს 1993 წელს თბილისში გადაღებულ ფოტო გაუგზავნა

რიჩარდ ნორლანდმა მიხეილ სააკაშვილს 1993 წელს თბილისში გადაღებულ ფოტო გაუგზავნა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდი აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის წერილს აქვეყნებს. წერილს თან ახლავს პიტერ სემნების ფოტო, რომელიც 1993 წელს არის გადაღებული.

"ეს არის საქართველოში ეუთოს მონიტორინგის მისიის წარმომადგენლის, ჩემი კოლეგის პიტერ სემნების ფოტო, რომელიც გადაღებულია 1993 წელს. ეს ფოტო ნათლად გვახსენებს იმას, თუ რამდენად შეიცვალა საქართველო და რამდენად დიდია პირადად თქვენი წვლილი მსოფლიოს ამ ნაწილის ტრანსფორმირების საქმეში.

პატივისცემით

რიჩარდ ნორლანდი

აშშ-ს ელჩი

6 ნოემბერი, 2013"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს