როგორ ეხმაურებიან "ნაცმოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები არქიმანრიტის წყევლას

როგორ ეხმაურებიან "ნაცმოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები არქიმანრიტის წყევლას

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გუნდის მისამართით არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაიშვილის წყევლას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"რავარი დაგვწყევლა არქიმანდრიტმა... :)

საგიჟეთი...

გინდა, არ გინდა ტექნიკური პროგრესი სახეზეა:

მოქმედი არქიმანდრიტი, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს და მთავარ ოპოზიციურ ძალას წყევლის ფეისბუკზე.

ათი წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა, ასეთი რამე მოხდებაო, ცეცხლზე დაწვავდნენ, როგორც ერეტიკოსს.

ზოგს დედა წყევლის, ზოგს - დედა ეკლესია...

საინტერესოა, როცა არქიმანდრიტი იწყევლება, მისი რამე გვლოცავს?...", - წერს გოგა ხაჩიძე.

არიმანდრიტის წყევლას სოციალურ ქსელში ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილიც ეხმაურება.

"გაიცანით ანაფორაში გამოწყობილი მორიგი ჯოჯოხეთის მაშხალა :)", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე არქიმანდრიტის ციტატას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იზიარებს და სასულიერი პირის ციტატას საავტორო დალოცვას ურთავს.

"და დალოცვილ იყოს ბიძინა ივანიშვილი მისი ოქროს ქისითა და თამასუქებით, რამეთუ აგროვა რათა განებნია უპოვართა და გლახაკთათვის", - დაწერა ხერხეულიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები და მხარდამჭერები სოციალურ ქსელში კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ და ამ თემის შესახებ მხოლოდ სხვადასხვა სტატიის გაზიარებით შემოიფარგლებიან.

"წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგის, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!...", - ეს წყევლა არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაიშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დღეს გამოაქვეყნა. როგორც არქიმანდრიტმა "ამბები.გე"-სთან საუბარში აღნიშნა, ამგვარი საქციელი პრეზიდენტის მიმართ არა პირადმა ინტერესმა, არამედ მის მიერ გაკეთებულმა არასახელმწიფოებრივმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა, რომელიც "საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მიფურთხებაა".

იხილეთ ასევე:  "წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა!" - რატომ დაწყევლა სააკაშვილი მამა ბართლომემ (ექსკლუზივი)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს