ქეით მიდლტონი - სამეფო ოჯახის ყველაზე მოუვლელი ქალი

ქეით მიდლტონი - სამეფო ოჯახის ყველაზე მოუვლელი ქალი

სამეფო ოჯახში შესვლისთანავე კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი საზოგადოებამ როგორც ელეგანტური, დახვეწილი, გემოვნებიანი და ლამაზი ქალი გაიცნო.

ყველა წვეულებასა თუ ოფიციალურ შეხვედრაზე მიდლტონი შთამბეჭდავად გამოიყურება. თუმცა როგორც კრიტიკოსები ამბობენ, მშობიარობის შემდეგ ჰერცოგინიამ ეშხი დაკარგა.

ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტები ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ლონდონში მყოფი ქეითის გარეგნობით დაინტერესდნენ. როგორც ჩანს, ბავშვის მოვლით მიდლტონი იმდენად არის დატვირთული, რომ თავის მოვლისთვის დრო აღარ რჩება. ფოტოგრაფების თქმით, ნებისმიერი ადამიანი შენიშნავდა მიდლტონის შეუღებავ თმას - თმის ვერცხლისფერ ძირებს. ფსიქოლოგების თქმით, მშობიარობის შემდეგ ქალებს თმა ხშირად უჭაღარავდებათ. შესაძლოა, მიდლტონს ქიმიური საღებავის გამოყენება არ სურს.

ბევრი ქალი ფეხმძიმობისას თმას არ იღებავს, რათა ბავშვს საფრთხეს არ შეუქმნას.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს