სოციალური ქსელები მარტოხელა ქალების ფსიქიკას ვნებენ

სოციალური ქსელები მარტოხელა ქალების ფსიქიკას ვნებენ

მარტოხელა ქალებმა Facebook-ში წარმატებული მეგობრების პროფილები არ უნდა ათვალიერონ. ფსიქოლოგების თქმით, ამან შესაძლოა, მათ ჯანმრთელობას ავნოს.

სპეციალისტი ზოი სტრიმპელი აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელები მომხმარებლებს იდეალური ცხოვრების, იდეალური ქორწილისა და ბავშვების სურათებით გამუდმებით "ბომბავენ", რაც ადამიანებში შურს და ინტერნეტ- ვუაიერიზმის განვითარებას იწვევს. შედეგად, ადამიანს უჩნდება შეგრძნება, თითქოს მისი ცხოვრება ცარიელია.

სტრიმპელი მარტოხელა ქალებს მოუწოდებს, უარი თქვან სოციალურ-ქსელებზე. სტრიმპელის თქმით, სუსტი სქესი უფრო მეტ დროს ინტერნეტში პოტენციური საქმროს ძებნაში ატარებს. ხოლო პროფილზე პერსონალური ინფორმაციის არსებობა ქალებს კანდიდატის გულდასმით შეფასების შესაძლებლობას აძლევს. შედეგად კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები ქალის ცხოვრებაში უკვე იმყოფებიან.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს