ვის მიიჩნევს ყველაზე მაგარ მინისტრად ინგა გრიგოლიას ქალიშვილი

ვის მიიჩნევს ყველაზე მაგარ მინისტრად ინგა გრიგოლიას ქალიშვილი

ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მარიამ ჭითანავა ყველაზე მაგარ მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილს ასახლებს. ამის შესახებ მარიამი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ყველაზე მაგარი მინისტრი მყავს!

ირაკლი ღარიბაშვილი", - წერს მარიამი.

ქალიშვილის პოსტს ინგა გრიგოლია გამოეხმაურა: "ცოტა ხანში აღარ გეყოლება)))))), - და იქვე განმარტავს, - "ვიგულისხმე რომ მინისტრების მინისტრი გახდება და მხოლოდ თქვენი აღარ იქნება-თქო ))))))))ჰაჰაჰა".

დედის გამოხმაურება მარიამმა უპასუხოდ არ დატოვა: ":)))))) მერე დავწერ ესე - ყველაზე მაგარი პრემიერ-მინისტრი მყავს!".

შეგახსენებთ, მარიამ ჭითანავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

იხილეთ ასევე: მარიამ გრიგოლია - როგორც ჩანს, ინგა გრიგოლიას შვილობა იმას ნიშნავს, რომ მე სამსახურის უფლება არ მაქვს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს