ნოდარ ხადური დოლარის კურსის ზრდაში პანიკის საფუძველს ვერ ხედავს

ნოდარ ხადური დოლარის კურსის ზრდაში პანიკის საფუძველს ვერ ხედავს

დოლარის კურსის ზრდაში საგანგაშო არაფერია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "ემას შოუს" განუცხადა.

მისი თქმით, დოლარის კურსის ზრდასთან დაკავშირებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ხადურის განმარტებით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს.

"ეს არის ჩვეულებრივი მომენტი. კურსი ზაფხულის განმავლობაში მყარდებოდა 1,66 იყო და შემცირდა თითქმის 1,64-მდე. ახლა ოდნავ გაიზარდა, ამაში არაფერი საგანგაშო არ არის. ჩვენ ყველას პულსზე ხელი გვიჭირავს და თუ საჭირო გახდება ჩარევა, ეროვნული ბანკი მზად არის. მას წელს ძალიან გაეზარდა სავალუტო რეზერვები და არანაირი საფრთხე კურსის გაუარესებისა არ არსებობს, მით უმეტეს, ექსპორტი იზრდება", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,6793 ნიშნულზე დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 6 ნოემბერს ეს მაჩვენებელი 1,6737-ით განისაზღვრებოდა.

ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურად უფასურდება. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2011 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.6793 ნიშნულზე დაფიქსირდა.

"პალიტრა TV"-ის ეთერში გადაცემა "ემას შოუ" დღეს, 21:30 საათზე გავა.

იხილეთ ვიდეო

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ