მარტო დარჩენის შიშით, ადამიანები შეუფერებელ პარტნიორს ირჩევენ

მარტო დარჩენის შიშით, ადამიანები შეუფერებელ პარტნიორს ირჩევენ

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს მეგობარს შეუფერებელი შეყვარებული ჰყავს, ნუ იტყვით, რომ სიყვარული ბრმაა. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ მარტო დარჩენის შიშით, ადამიანები ხშირად ვირჩევთ პარტნიორს, რომელიც არ მოგვწონს.

ტორონტოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა სამედიცინო ჟურნალ Journal of Personality-ში ახალი კვლევა გამოაქვეყნეს. მეცნიერების მტკიცებით, თანამედროვე ადამიანს სულ უფრო მეტად აინტერესებს, რას იტყვიან სხვები მასზე. ყველაზე მეტად ეს მარტოხელა ხალხს ადარდებს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ძალიან ხშირად დაქორწინებულის სტატუსი რომ ჰქონდეთ, ან შეყვარებული ჰყავდეთ, ადამიანები მათთვის უსიამოვნო პარტნიორებს იტანენ.

"ადამიანები ძალიან დარდობენ, რომ შეიძლება მარტო დარჩნენ. მარტო დარჩენის შიშს დეპრესიამდე, ან სხვადასხვა სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მივყავართ", - ამბობენ ფსიქოლოგები.

მომზადებულია Journal of Personality-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს