რატომ მელოტდებიან მამაკაცები

რატომ მელოტდებიან მამაკაცები

გამელოტება ყოველთვის ხანდაზმულ ასაკში არ იწყება - ახალგაზრდა და პრაქტიკულად ჯანმრთელ მამაკაცსაც შეიძლება დასცვივდეს თმა. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს.

მემკვიდრეობა

თუ ეს პრობლემა ჰქონდათ მამაკაცის ბაბუას, მამას, ბიძას, ასაკთან ერთად მასაც შეაწუხებს. ერთ მშვენიერ დღეს თავის თმიან ნაწილზე გაჩნდება გამელოტებული უბანი.

მანამდე თხემზე და წარბებს ზემოთ, საფეთქლებთან, თმა უფრო ინტენსიურად და სწრაფად იზრდება, მაგრამ უფრო თხელი და მტვრევადია, თანაც სწრაფად ცვივა. მემკვიდრეობით სიმელოტესთან ბრძოლა პრაქტიკულად შეუძლებელია. აქ აუცილებელია სპეციალისტის დახმარება.

თმის ცვენა სტრესის შედეგად

თუ ექიმებსა და მეცნიერებს დავუჯერებთ, სტრესს ორგანიზმისთვის კარგი არაფერი მოაქვს. მუდმივი დაძაბულობა, მღელვარება მხოლოდ იმუნიტეტს კი არ აქვეითებს, არამედ შესაძლოა გამელოტებაც გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ სტრესის დროს ენერგია უმთავრესად ტვინისა და კუნთებისთვის იხარჯება, თმის ბოლქვის კვება კი ფერხდება. თუმცა სტრესის შედეგად განვითარებული თმის ცვენა შესაძლოა დროებითიც აღმოჩნდეს - სიმშვიდემ, გარემოს შეცვლამ აღადგინოს თმის ბოლქვების ნორმალური მუშაობა.

მეტისმეტად მამაკაცური ფაქტორი

როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, მელოტდებიან მამაკაცები, რომელთაც სისხლში ჭარბად აქვთ მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი. გამელოტებასთან ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) კავშირი ექიმმა ჯეიმს ჰამილტონმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში აღმოაჩინა და დაამტკიცა. ამ აღმოჩენის თანახმად, თავის თმიანი ნაწილის განსაზღვრულ უბნებზე, სახელდობრ, თხემზე და თმა-შუბლის საზღვართან, ფოლიკულები ტესტოსტერონის მიმართ მგრძნობიარეა, ამიტომ ამ ჰორმონის სიჭარბე ჯერ თმის გათხელებას იწვევს, მერე კი ცვენას. ამ შემთხვევაში მამაკაცმა, სპეციალისტთან შეთანხმებით, შეიძლება ჩაიტაროს ფიტოესტროგენებით მკურნალობის კურსი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს