კოკა ყანდიაშვილი - "სააკაშვილის დედამიწა!"

კოკა ყანდიაშვილი - "სააკაშვილის დედამიწა!"

საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოკა ყანდიაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პრეზიდენტის სასახლის გუმბათზე დროშის შეცვლას აპროტესტებს.

"სააკაშვილის დედამიწა!!!

მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ სააკაშვილს დასაშვებად მიაჩნია - საქართველოს კანონის იგნორორება და პრეზიდენტის რეზიდენციიდან საქართველოს სახელმწიფო დროშის ჩამოხსნა.

მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ სააკაშვილს - კლიპი სჭირდება.

მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ სააკაშვილი პირად საკუთრებად აღიქვამს - დროშას, რეზიდენციას, თვითმფრინავს, ქვეყნის ბიუჯეტს - ამიტომ არ ესმის, როგორ ვაპროტესტებთ ამ სიგიჟეს.

მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ თუ ჩვენ ვართ სახელმწიფო - კანონი ყველასათვის თანაბარი უნდა იყოს.

მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ სრული ბედნიერება იქნება სააკაშვილისათვის - მხოლოდ დღეს ჩადენილი კანონდარღვევის გამო რომ დაისაჯოს.

მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ ერთ კვირაში - სააკაშვილი არ იქნება პრეზიდენტი!!!

პ.ს. ცოტაცა, ცოტაცა :))", - წერს ყანდიაშვილი.

დროშა ოთხი გულით, რომელიც დაახლოებით ერთი თვის "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარტიის დროშად გამოაცხადა, პრეზიდენტის სასახლის თავზე გუშინ განათავსეს და ის დღეს, შუადღემდე ფრიალებდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს