ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ამფითეატრი გაიხსნა

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ამფითეატრი გაიხსნა

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ამფითეატრი გაიხსნა. გახნის ცერემონია მუსიკალური საღამოს ფონზე გაიმართა, რომელშიც როგორც ადგილობრივი, ისე თბილისიდან მოწვეული მომღერლები მონაწილეობდნენ.

ამფითეატრის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 16 500 ლარი დაიხარჯა. ბოტანიკური ბაღის დირექტორის, ამირან ხვადაგიანის თქმით, ამფითეატრი ბაღის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შეიცვალა ბაღის იერსახე და განახლდა მრავალი კუთხე.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა