დათა თავაძე - "პარლამენტის წინ გაუგებარი სტილის, ზომისა და ფორმის მძ***-რი შენდება"

დათა თავაძე - "პარლამენტის წინ გაუგებარი სტილის, ზომისა და ფორმის მძ***-რი შენდება"

მსახიობი და რეჟისორი დათა თავაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, ყოფილი მხატვრის სახლის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს.

"პარლამენტის წინ გაუგებარი სტილის, ზომისა და ფორმის მძ***-რი შენდება, გუდიაშვილის სკვერი დაანგრიეს და მიაგდეს, სახემოხნული კინოთეატრი ''აპოლო'' გროშებად იყიდება, ბაგრატს ლიფტი აქვს მიდგმული, სადაცაა მეფე გვეყოლება, ხეებს ჩეხავენ, რუსთაველის თეატრი აღარ ფუნქციონირებს, თავისუფლების მოედანზე ფასადები დგას, სადაც ფანჯრებში ცა ჩანს... ნეტავ ეს ყველაფერი თეატრის ფარდასავით ადიოდეს და აღარ ჩამოდიოდეს...", - წერს თავაძე.

რუსთაველის გამზირზე, ყოფილი მხატვრის სახლის ადგილას მშენებარე პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროში მრგვალი მაგიდა რამდენიმე კვირის წინ გაიმართა.

მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას კომპანია "მაგთი" ახორციელებს. მშენებლობის ნებართვა დედაქალაქის მერიამ გასცა.

მშენებლობას ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები და არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ. მათი თქმით, შენობის იერსახე სრულიად შეუსაბამო იქნება რუსთაველის გამზირისთვის და საჭიროა, მშენებარე ფასადის პროექტზე საჯარო კონკურსი გამოცხადდეს.

იხილეთ ასევე: "დათა თავაძე - კულტურის მინისტრი კაბინეტში ჰაერს აფუჭებსო ამბობენ... ეს მისი ერთადერთი აქტივობაა?"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს