ინდოელებსა და წნორელებს შორის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავა გრძელდება

ინდოელებსა და წნორელებს შორის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავა გრძელდება

უკანონოდ გასხვისებულ წნორის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით, ქალაქ წნორის მოსახლეობა ინდოელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა უშედეგოდ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინდოელებმა ადგილობრივ ფერმერებს მიწის ნაკვეთის მოხნვის შესახებ აცნობეს.

ადგილობრივები საძოვრის ტერიტორიაზე მოხვნის შეჩერებასა და მიწის მათ საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ. ინდოელები კი განმარტავენ, რომ მათ ყველა დოკუმენტი აქვთ, რომლის საფუძველზეც ათეულობით წლების მანძილზე სოფლის საძოვრად მიჩნეული მიწის ნაკვეთი უკვე მათ მფლობელობაშია. მათ პოზიციას იზიარებს წნორის რწმუნებული თამაზ მათეშვილი, თუმცა კანონის ფარგლებში თანასოფლელებსაც პირდება მხარდაჭერას.

"ინდუსებს კაცურადაც დაველაპარაკე, ქუჩურადაც და ახლა აზრი აღარ აქვს შეხვედრას, მათ კანონიერი უფლება აქვთ, მიიყვანონ ტრაქტორები და მოხნან", - აღნიშნა თამაზი მათეშვილმა.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა