"ფეისბუქი" მომხმარებლებს მორიგ სიახლეს სთავაზობს

"ფეისბუქი" მომხმარებლებს მორიგ სიახლეს სთავაზობს

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი "ფეისბუქი" მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს.

რამდენიმე დღეში კომპანიის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, თქვენი მოძებნა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. ამ ინფორმაციის ამსახველი ოფიციალური შეტყობინება თქვენს გვერდზე მალე გამოჩნდება, თუმცა მომხმარებლების ნაწილს ტექსტის შინაარსი იმეილზე უკვე მიუვიდათ.

თუ ადრე პირად მონაცემებში შეგეძლოთ მიგეთითებინათ, თუ ვის შეუძლია სოციალურ ქსელში თქვენი მოძებნა, (მხოლოდ მეგობრების მეგობრებს, ან ნებისმიერ ადამიანს) ახლა ნებისმიერი, ვინც თქვენს სახელს საძიებო ველში აკრეფს, ადვილად მოგძებნით. თუმცა, ძველი სისტემა არ იცვლება - თქვენს Timeline-ზე ვერავინ ნახავს ფოტოებს, სტატუსებს, კომენტარებსა და პოსტებს, თუ რასაკვირველია, პირად მონაცემებში მითითებული არ გაქვთ, რომ ნებისმიერი პირადი ინფორმაცია საჯარო იყოს.

ამასთან, სახელის ჩაწერის გარდა მარტივდება სასურველი ადამიანის სხვა ხერხით მოძებნა; მაგალითად, თუ მეგობარმა ფოტოზე დაგთაგათ, ქალაქი ჩაწერა, ან მიუთითა საძიებო სიტყვა - "ხალხი, ვისაც "ბითლზი" უყვარს" და სხვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს