ვინ აბინძურებს ქართულ ტაძრებს კახეთში?

ვინ აბინძურებს ქართულ ტაძრებს კახეთში?

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატელის მოსახლეობა ყარაჯალას მიჯნაზე მდებარე ტერიტორიის დაცვას ითხოვს. მათი თქმით, ყარაჯალას ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლობა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას ყოველდღიურად აბინძურებს. ახატალის მცხოვრებლები ყარაჯალალელებისგან ქართული ეკლესიისა და რელიგიის პატივისცემას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ადგილობრივები ამბობენ, კონფლიქტი შესაძლოა ახალგაზრდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდოს.

"ეკლესიის ტერიტორია არის შემოღობილი, მაგრამ ნასვამი ახალგაზრდები ბანქოს თამაშობდნენ და მიმდებარე ტერიტორიას აბინძურებდნენ. მიუხედავად ჩვენი არაერთი გაფრთხილებისა, მათ არაფერი ესმით. ამ საკითხზე საქმის კურსში არიან გამგებელი და უბნის ინსპექტორები, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი ვერ მივიღეთ. არავის მივცემთ ჩვენი სალოცავების შეურაცხყოფის უფლებას. ვისაც შეუძლია დახმარება, დაგვეხმაროს, თორემ ერთხელაც შესაძლოა, ეს ფაქტი მართლმადიდებლებსა და მუსულმანებს შორის დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს" - ამბობს ახატელის მოსახლეობა.

სოფელ ყარაჯალაში აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ვინც ეკლესიის ტერიტორიას აბინძურებს, სასტიკად უნდა დაისაჯოს.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა