ინდოეთის მოქალაქე, 48 წლის ვიჯეი სინგჰი უნიკალურ უნარს ფლობს. მას 12 თითი აქვს და კომპიუტერში წუთში 100 სიტყვას კრეფს. მაგრამ სტენოგრაფისტის სამსახურის შოვნას სამშობლოში ვერ ახერხებს. მისი წინადადება 50-ზე მეტმა სხვადასხვა კომპანიამ უარყო.
სინგჰას თქმით, ყველა დამქირავებელს ლამაზი გარეგნობის ქალის აყვანა უნდა, ხოლო ნამდვილი პროფესიონალები, რომელთაც გარეგნობის გარკვეული დეფექტები აქვთ, არავის აინტერესებს.
სინგჰა ერთდროულად კარგად ფლობს 12-ვე თითს, რაც პოლიდაქტილიის მქონე ადამიანებისთვის იშვიათია. ინდოეთში იმედგაცრუებული ვიჯეი სინგჰი ბედის ცდას დიდ ბრიტანეთში აპირებს.
მომზადებულია Metro-ის მიხედვით.