ქუთაისის მერად შოთა მურღულია ინიშნება

ქუთაისის მერად შოთა მურღულია ინიშნება

ქუთაისი მერის თანამდებობაზე არაერთი კანდიდატურა სახელდებოდა. თუმცა ბოლო ინფორმაციით, ამ პოსტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დაიკავებს. newpress-ის ინფორმაციით, ქუთაისის მერად მურღულიას კანდიდატურა ცენტრალურ ხელისუფლებასთან უკვე შეთანხმებულია. მაშინ, როცა ქალაქის საკრებულომ მერის შესარჩევად კონკურსი 20 ნოემბრის შემდეგ უნდა გამოაცხადოს.

შოთა მურღულიას ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნის ყოფილი დირექტორის, არჩილ მურღულიას ძმის შვილია. მას ქუთაისის #1 სკოლა აქვს დამთავრებული.

სავარაუდოდ, ქუთაისის ახალი, რიგით მე-11 მერი თანამდებობაზე 7-8 თვით, თვითმმართველობის არჩევნებამდე ინიშნება.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა