35 წლის შემდეგ ჩვენი კანი იცვლება და ნაოჭებიც ჩნდება. თუმცა, ეს პროცესი შესაძლოა შენელდეს, ან ნაკლებ შესამჩნევი გახდეს.
მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლას პერიკონმა გამაახალგაზრდავებელი დიეტა შექმნა. მისი თქმით, ამ დიეტის დაცვით 3-5 დღეში ნაოჭები ნაკლებ შესამჩნევი ხდება, ხოლო კანი ჯანსაღ იერს იძენს.
დიეტა მდგომარეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ბალანსის დაცვაში, რათა დააჩქაროს ნივთიერებათა ცვლა და ხელი შეუწყოს კოლაგენის გამომუშავებას. ძირითადი აქცენტი კეთდება ცხიმმჟავა ომეგა-3 ზე, რომელიც არეგულირებს კანში წყლის ბალანსს.
კოსმეტოლოგი გვირჩევს, რომ დილით დავლიოთ ჭიქა წყალი, ხოლო საუზმეზე მივირთვათ 1 მთლიანი კვერცხისა და 3 კვერცხის ცილისგან მომზადებული ომლეტი, 1/2 ჭიქა მოხარშული შვრიის ფაფა, ჭიქის მეოთხედი ხილი ან ნესვის ნაჭერი. საუზმეს მივაყოლოთ მწვანე ჩაი ან წყალი.
სადილზე მივირთვათ გრილზე, ან ფოლგაში მომზადებული ორაგული და ბევრი მწვანე სალათი ზეითუნის ზეთთან ერთად.
ვახშმად მივიღოთ თევზი მწვანე ბოსტნეულთან (ბლოკოლი, ისპანახი) ერთად.
დღის განმავლობაში ნებადართულია წყლის სმა, ვაშლის, ნატურალური იოგურტის და ნედლი თხილის მიღება.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.