100 წლის ქალი ყოველ დღე 15 ღერ სიგარეტს ეწევა და ალკოჰოლს სვამს

100 წლის ქალი ყოველ დღე 15 ღერ სიგარეტს ეწევა და ალკოჰოლს სვამს

ინგლისში, სუსექსის საგრაფოში მცხოვრებმა პენსიონერმა დოროთი ჰოუმ 100 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. ყოფილმა მდივანმა ჟურნალისტები თბილად მიიღო და საკუთარ ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა.

დოროთის თქმით, მისი ჯანმრთელობის საიდუმლო ალკოჰოლსა და სიგარეტშია. ის ამბობს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ნახევარი მილიონი სიგარეტის ღერი მოწია. მან სიგარეტი პირველად 16 წლის ასაკში გასინჯა და მას შემდეგ სისტემატურად ეწევა. ბოლო 84 წელია მას 460 000 სიგარეტი აქვს მოწეული, რომელთა საშუალო ღირებულება საერთო ჯამში 193 000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

იუბილარმა დაბადების დღე მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ადგილობრივ ლუდის ბარში აღნიშნა. დოროთის ყველაზე მეტად ვისკი უყვარს და ექიმის გაფრთხილების მიუხედავად, მაინც მიირთმევს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს