სატვირთო მატარებელი აბაშაში რელსებიდან გადავარდა

სატვირთო მატარებელი აბაშაში რელსებიდან გადავარდა

აბაშის რაიონ სოფელ ქოლობანში, სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა. დიზელით დატვირთული სატვირთო მატარებელი ფოთის მიმართულებით მოძრაობდა რა დროსაც მატარებლის ორი ცისტერნა გადაბრუნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სარკინიგზო შემთხვევის მიზეზი, ლიანდაგის გაუმართაობაა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მატარებლის რელსები არ არის გამართული, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია. "ეს რომ სამგზავრო მატარებელს შემთხვევოდა, მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა" - აცხადებენ თვითმხილველები.

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა