რა ფერის ფოტოები აგროვებენ ყველაზე მეტ ”ლაიქს”

რა ფერის ფოტოები აგროვებენ ყველაზე მეტ ”ლაიქს”

Curalate-ის ანალიტიკოსებმა Instagram-ის 8 მლნ-ზე მეტი სურათი შეისწავლეს და განიხილეს ისეთი თვისებები, როგორიცაა ფერი, სიმკვეთრე, გაჯერება და კიდევ 30 ასპექტი. შედეგად აღმოჩნდა, რომ ფოტოები, რომლებზეც ლურჯი ფერი ჭარბობს, 24%-ით მეტ "ლაიქს" იღებს, ვიდრე სხვები.

ამავე დროს, ყველაზე ნაკლები რაოდენობის "ლაიქები" წითელი და სტაფილოსფერი ტონების ფოტოებს ხვდებათ.

გარდა ამისა, პოპულარულია ნაკლებად გადატვირთული ფოტოები. 29%-ით მეტ "ლაიქები" აქვთ ფოტოებს, სადაც სივრცის უმეტეს ნაწილს ფონი იკავებს, განსხვავებით ახლო, კიდეში მოჭრილი ფოტოებისგან.

გაირკვა, რომ სურათი, სადაც ერთი ფერი დომინირებს, 40%-ით პოპულარულია სხვებზე. მკვლევარები მიუთითებენ, რომ მსგავსი სურათები ზოგადად ცოტაა - დაახლოებით 10%.

უფრო ნათელი ფოტოები მუქ ფოტოებზე 24%-ით პოპულარულია.

ამჟამად Instagram-ს დაახლოებით 20 განსხვავებული ფილტრი აქვს. მაგალითად, Walden და Rise, რომლებიც ფოტოებზე ფერთა ინტენსივობას განზრახ ამცირებენ. ამ ფილტრით დამუშავებული სურათები 18%-ით მეტ "ლაიქს" იღებენ, ვიდრე Hefe-სა და Kelvin-ის ფილტრებში გატარებულები.

ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტალების და ფონის თანაფარდობა. თუ კადრში უკანა ხედი გარკვევით ჩანს, რომელიც სურათის მთელი ფართობის დაახლოებით 90%-ს იკავებს, იგი 30%-ით უფრო საინტერესოა, ვიდრე ფოტოები, რომლებსაც ფონი არ აქვს.

მსგავსი ანალიზი სარეკლამო სფეროს სპეციალისტებისთვისაც ჩატარდა - ითვლება, რომ ეს ბრენდებს Instagram-ში სარეკლამო კამპანიების ორგანიზებაში დაეხმარება.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს