საცალო ბაზარზე კვერცხი 3 თეთრით გაძვირდა

საცალო ბაზარზე კვერცხი 3 თეთრით გაძვირდა

საცალო ბაზარზე კვერცხი 3 თეთრით გაძვირდა. იმპორტიორთა ინფორმაციით, ფასების აწევა დეფიციტს უკავშირდება, რაც თავის მხრივ, კვერცხის იმპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, უკვე მესამე თვეა, ბაზარზე იმპორტირებული კვერცხის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

"ბაზარზე კვერცხის დეფიციტი რამდენჯერმე შეიქმნა, რამაც კვერცხის ფასი 32 თეთრამდე გაზარდა",- აცხადებენ კვერცხის იმპორტიორები. მათივე თქმით, ქართულ ბაზარზე ძირითადად კვერცხი თუქეთიდან შემოდიოდა. იმპორტის განახლება სურსათის უვნებლობის სამსახურის ახალი ნებართვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

სურსათის უვნებლობის სამსახურმა კვერცხის იმპორტზე ნებართვები ბოლოს 2013 წლის ივლისში გასცა. სამსახური კვერცხის იმპორტის შეჩერების მიზეზად სავალდებულო მარკირებას ასახელებს.

მწარმოებლები კი აღნიშნულ ფაქტს დადებითად აფასებენ. მწარმოებლების თქმით, იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა ადგილობრივ კომპნიებსა და წარმოებას წაახალისებს. რაც შეხება დეფიციტს, ადგილობრივ კომპნიებში ამბობენ, რომ დეფიციტი ბაზარზე არ არის. ქართული კვერცხის საკმარისი რაოდენობაა და დეფიციტზე საუბარი არასერიოზულია. "ქართულ კომპნიებს აქვს რესურსი ადგილობრივი ბაზარი სრულად მოამარაგოს",- აცხადებენ კვერცხის ქართულ საწარმოებში.

საცალო ბაზარზე კვერცხის ფასი 32 თეთრიდან 34 თეთრამდე მერყეობს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ