მოსწავლეთა ნაწილი იძულებულია, ოკუპირებულ აფხაზეთში სწავლაზე უარი თქვას

მოსწავლეთა ნაწილი იძულებულია, ოკუპირებულ აფხაზეთში სწავლაზე უარი თქვას

ხურჩაში მცხოვრებ ბავშვებს მოსაზღვრე სოფლის, ოკუპირებული ნაბაკევის სკოლაში წასვლის უფლებას რუსეთის სამხედროები ამ დრომდე არ აძლევენ. მოსწავლეთა მშობლების თქმით, სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ "მოსწავლის საშვის" დამზადების თაობაზე პირობა არ შეასრულა, რომლითაც მოზარდებს პირობით საზღვარზე გადაადგილების თავისუფლება ექნებოდათ.

ხურჩაში მცხოვრები მოსწავლეების უმრავლესობა ნაბაკევის სკოლაში იმ მიზეზით სწავლობს, რომ მათთან აღნიშნული სკოლა ყველაზე ახლოსაა. სხვა შემთხვევვაში, ხურჩელ მოსწავლეებს კოკის საჯარო სკოლაში გადასვლა და იქ მისასვლელად, სამი კილომეტრის გავლა მოუწევთ. კოკის სკოლაში გადასვლის გადაწყვეტილება უკვე ექვსმა მოზარდმა მიიღო. "ბავშვი საზღვარზე ერთი-ორჯერ შეაშინეს და ძალიან განიცდის. არც სხვა სკოლაში გადასვლა უნდა, რადგან უკვე მიჩვეულია მასწავლებლებს, ბავშვებს, სკოლას. მაგრამ მომიწევს სხვა სკოლაში გადაყვანა", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ოკუპირებული გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაციის უფროსის, ბესლან არშბას განცხადებით, აფხაზური მხარე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ბავშვებზე, რომლებიც უცხო სახელმწიფოში ცხოვრობენ. მისი თქმით, ადგილობრივ სკოლებში სწავლა მხოლოდ აფხაზეთში მცხოვრებ ბავშვებს შეუძლიათ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა