სოფლების უდიპლომო გამგებლები

სოფლების უდიპლომო გამგებლები

გორის მუნიციპალიტეტში შემავალ 22 ტერიტორიულ ორგანოს 9 უდიპლომო რწმუნებული ჰყავს. ამ ინფორმაციას გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ადასტურებს. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის გარეშე მუნიციპალიტეტის გამგებელმა პაპუნა კობერიძემ საკუთარი წარმომადგენლები შემდეგ სოფლებში დანიშნა: ვარიანი, შინდისი, ტინისხიდი, ზეღდულეთი, მერეთი, დიცი, შავშვები, ახალუბანი და ტირძნისი.

რწმუნებულების დიპლომების თემა გორის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე წამოიჭრა. სხდომაზე ხმაური იმ დადგენილებამ გამოიწვია, რომელიც კონკურსანტებისთვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ეხება. კერძოდ, საკრებულოს წევრმა თემურ ხაჩიურმა, გამგებლების სასარგებლოდ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) და საოფისე პროგრამების ცოდნის ვალდებულების ამოღება გააპროტესტა. ხანგრძლივი დებატების შემდეგ აღნიშნული მუხლი საკრებულოს წევრების მოთხოვნით ამოიღეს და სოფლის რწმუნებულებს დიპლომების წარმოდგენის ვალდებულება დაეკისრათ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა