წაბლი - შემოდგომის გემრიელი ნობათი

წაბლი - შემოდგომის გემრიელი ნობათი

შუა შემოდგომიდან ევროპული ქალაქების ქუჩები წაბლის სურნელით ივსება. მას პირდაპირ ქუჩაში წვავენ და იქვე შეგიძლიათ მიირთვათ. ეს ტრადიცია განსაკუთრებით პარიზშია ძლიერი, თუმცა მას არც ჩვენი მეზობელი ეგზოტიკური სტამბოლი ჩამორჩება, რომელიც ოქტომბრიდან მოყოლებული შემწვარი წაბლის არომატში ეხვევა.

ამ უბრალო სასუსნავს დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძველ რომში წაბლს დესერტად მიირთმევდნენ, კოცონზე წვავდნენ, მოგზაურობისას თან დაჰქონდათ და ღვინოსთან მისაყოლებლადაც იყენებდნენ. ძველი მითის მიხედვით, ნიმფა ნეამ შეყვარებული იუპიტერის დევნისგან თავი რომ დაეღწია, თავი მოიკლა. იუპიტერმა ნეა ლამაზ ფოთლებიან და ყვავილებიან ხედ აქცია, რომელიც ჩხვლეტია ნაჭუჭში მოქცეულ გემრიელ ნაყოფს ისხამდა. სიტყვამ Casta, რაც „ქალწულებრივს“ ნიშნავს და ნიმფას სახელმა – ნეამ შექმნა სახელწოდება Castanea, რაც წაბლს ყველა ევროპულ ენაში დაერქვა.

ალექსანდრე მაკედონელმა ევროპაში ლაშქრობების დროს უამრავი წაბლის ჭალა გააშენა, რადგან მისი ნაყოფის ძვირფასი საკვები თვისებების შესახებ იცოდა და თავისი ჯარისთვის სურდა მისი სურსათად გამოყენება.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს