მაია დარსმელიძე: "ვიღაცამ ხალხის დადებილება გადაწყვიტა"

მაია დარსმელიძე: "ვიღაცამ ხალხის დადებილება გადაწყვიტა"

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მუსიკალური პროექტი, "ახალი ხმა" კვლავ ჟიურის წევრებს შორის შესამჩნევი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. მაყურებელს კარგად ახსოვს დაძაბულობა მაია დარსმელიძესა და დათო ფორჩხიძეს შორის, რომელიც არც "ბრმა ქასთინგების" შემდეგ განელებულა.

როგორც ჩანს, ჟიურის ამ ორ წევრს მაყურებელმა "თავდამსხმელისა" და "მსხვერპლის" როლები გადაუნაწილა, რაც მაია დარსმელიძის აშკარა გაღიზიანებას იწვევს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს:

"ხომ არ აფრენთ თქვენ???? გადამრევთ, რას ნიშნავს "თავს ესხმიან"?????? ვის??? საიდან მოგაქვთ, რომ იმიტომ ვაკრიტიკებ რომ ბოღმა მახრჩობს??? ამ მოსაზრებას ვინც ავრცელებს ის საერთოდ არ არის მუსიკის გაგებაში!!!!! ეს რა მაგარი რამე მოგიგონიათ, რადგან ვინმეს ვაკრიტიკებ - პირდაპირ ბოღმას უნდა დააბრალოთ?? ეს იმიტომ ხომ არ ხდება რომ ვიღაცას ეს კრიტიკა შოუს ელემენტი გონია??

რატომ გამოგყავთ დათო მსხვერპლად? საიდან ამდენი ამბიცია? არანაირი ბოღმა და შური არ მაწუხებს (ბავშვობიდან არ მახასიათება) და ამ მოსაზრებას ის ავრცელებს, ვისაც უნდა რომ მუსიკალურად არასოდეს არ განვითარდეს ქართველი მსმენელი. ვიღაცამ ერთფეროვანი მომღერლების ცეხი გახსნა და გატენით როგორც დიდ ხელოვნებას, გაახილეთ ყურებიიიიიიი!!!!!!!! რატომ ბოღმა?

როგორც ვხვდები ვიღაცამ ხალხის დადებილება გადაწყვიტა, და ყველაზე ადვილი ხერხი ისაა, რომ ითქვას რომ მე ბოღმა მალაპარაკებს, და არა ობიექტურობა, რათა კარგად შემოგტენონ მუსიკის არაადექვატური აღქმა. ვიღაცას მაგრა არ აწყობს ეს ჩემი სიტყვები, და ურჩევნია თქვას რო ბოღმით ვაკრიტიკებ ვინმეს, ვიდრე ეს ჩემი სიტყვები ზუსტად გაიგოს. ნუ შემაზიზღეთ ეს შოუ... ვინ მიპროტესტებს კომენტარებს? ხალხი, რომელიც ჯერ არ გამოსულა სახინკლის რეპერტუარიდან? სასაცილოა, თუკი ვინმეს მართლა გონია რომ ამას ბოღმით ვაკეთებ... ყურები გაახილეთ, ყურებიიიიიი!!!!!!! მე მუსიკის მხარეს ვარ."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს