ტაქსისტი მღვდელი, რომელიც აღსარებას ტაქსში იბარებს

ტაქსისტი მღვდელი, რომელიც აღსარებას ტაქსში იბარებს

ცოდვები რომ მიეტევოთ, ნიუ-იორკის მკვიდრთ დღეიდან ეკლესიაში წასვლა აღარ მოუწევთ, რადგანაც პასტორი ჯოზეფ ჯანი ტაქსისტად მუშაობს და აღსარებას პირდაპირ მანქანაში იბარებს.

პასტორი ტაქსს "ბორბლებზე მოსიარულე ეკლესიას" უწოდებს. მისი თქმით, ეს ხერხი საუკეთესოა, რადგან გზაზე უამრავი მგზავრი ხვდება, რომელთაც ეკლესიაში წასვლა ან არ სურთ, ან ვერ ახერხებენ, შესაბამისად, ამ ხერხით ცდილობს, მათ დაეხმაროს.

ჯოზეფის თქმით, როდესაც ტაქსის მგზავრები იგებენ, რომ მძღოლი პასტორია საკუთარ ცოდვებსა და პრობლემებზე გულღიად საუბრობენ. მისი თქმით, ერთ-ერთი მგზავრი გეი იყო და საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე საუბრის ეშინოდა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს