იაპონელებმა ვირტუალური რეალობის ჩაფხუტისთვის სექსის სიმულატორი შექმნეს

იაპონელებმა ვირტუალური რეალობის ჩაფხუტისთვის სექსის სიმულატორი შექმნეს

იაპონიაში VR Japan-ის გამომგონებელთა ჯგუფმა ვირტუალური რეალობის Oculus Rift-ის სათვალისთვის სექსის პირველი სიმულატორი წარმოადგინა. თამაშის სრულფასოვანი მუშაობისთვის მასტრუბატორი Tenga და კონტროლერი Novint Falcon-ია საჭირო.

YouTube-ზე ორი ვიდეო გაჩნდა, რომელშიც ნაჩვენებია თუ როგორ მუშაობს მოწყობილობა. პირველ შედარებით "უწყინარ" ვოდეოზე Tenga "უქმად" მუშაობს, სამაგიეროდ მონიტორის ეკრანზე დახატული პატარა გოგონას სურათი იშლება, რაც რა თქმა უნდა, თანამედროვე დასავლეთში მიღებულ ნორმებში არ ჯდება. ეს ვიდეო YouTube-ზე ჯერჯერობით ხელმისაწვდომია. სხვები კი, რომლებიც სიახლის შესაძლებლობებს უფრო ღიად წარმოაჩენდნენ, ოპერატიულად წაშალეს.

"ეს მხოლოდ დასაწყისია: მსგავსი კონსტრუქციის შესაძლებლობები მხოლოდ ადამიანის წარმოდგენით იზღუდება",- აცხადებენ შემქმნელები.

ფიქრობენ, რომ იაპონიაში, სადაც მთავრობა ახალგაზრდობაში სექსისადმი ინტერესის დაცემის გამო სერიოზულად ღელავს, მსგავსი გამოგონებები მხოლოდ სიტუაციას დაამძიმებს.

Oculus Rift-ი ვირტუალური რეალობის სათვალეა, რომლებიც გაყიდვაში მომავალი წლის დასაწყისში ჩაეშვება. გაზაფხულზე ვირტუალური რეალობის ჩაფხუტისთვის პირველი ეროტიული თამაში შეიქმნა.

მომზადებულია slon.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს