თამარ ჩერგოლეიშვილი - ინაუგურაციაზე ოპოზიცია ინსტიტუტის პატივისცემის ნიშნად უნდა მივიდეს

თამარ ჩერგოლეიშვილი - ინაუგურაციაზე ოპოზიცია ინსტიტუტის პატივისცემის ნიშნად უნდა მივიდეს

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ოპოზიციის დასწრების საკითხს ეხმაურება.

”მე ვთვლი, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ოპოზიცია აუცილებლად უნდა მივიდეს. არა მარგველაშვილის პატივისცემის, არამედ ინსტიტუტის პატივისცემის ნიშნად.

ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში პირველად შეიცვალა პრეზიდენტი მშვიდობიანი გზით”, - წერს ჩერგოლეიშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ოფიციალურად მიიწვიეს. როგორც მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო ბარნოვმა განაცხადა, მოსაწვევი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ საღამოს მიიღო.

ანდრო ბარნოვისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. "თუ გიორგი მარგველაშვილი საჯარო მიმართვაში დაადასტურებს, რომ ახალი ხელისუფლება ქვეყანას არ ანგრევს, თუ ისინი იტყვიან, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ ქვეყანას არ ანგრევენ, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის კაციჭამია, რომ ისინი პროდასავლურ კურსს აგრძელებენ და ქვეყანას რუსეთს არ ჩუქნიან, ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილისგან ადეკვატური პასუხი მოჰყვება. ყველას მინდა ვთხოვო, მე შუამავლად ნუ განმიხილავენ, დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები", - განაცხადა ბარნოვმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს