თუ სამსახურში კონცენტრირებას ვერ ახერხებთ, შეყვარებულის ბრალია

თუ სამსახურში კონცენტრირებას ვერ ახერხებთ, შეყვარებულის ბრალია

თუ სამსახურში კონცენტრირებას ვერ ახერხებთ, შეყვარებულის ბრალია. კვლევაზე მერილენდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები მუშაობდნენ. მისი შედეგები ჟურნალში - "მოტივაცია და ემოცია" (Motivation and Emotion) დაიბეჭდა. 

მკვლევარებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად დაადგინეს, რომ როდესაც ადამიანს მუშაობა უჭირს, ეს არც დეპრესიის და არც დაღლილობის ბრალია - ყველაფერი შეყვარებულს დააბრალეთ.

ეს განსაკუთრებით იმ წყვილებს ეხებათ, რომელთა ურთიერთობაც საწყის, ფლირტის ეტაპზეა. დასაქმებული, რომელიც შეყვარებულია, ნაკლები წარმატებით ართმევს თავს დავალებებს და საერთოდ, დიდი შრომისუნარიანობით არ გამოირჩევა, რადგანაც ძირითადად პარტნიორზე ფიქრობს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დამოკიდებულება ერთნაირად ვრცელდება როგორც კაცებზე, ასევე ქალებზე.

მათი თქმით, სწორედ ამის გამო სოლიდურ კორპორაციებში მხოლოდ ის ადამიანები აჰყავთ სამსახურში, რომლებიც უკვე დაქორწინებულები არიან.

მომზადებულია Motivation and Emotion-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს