სკოლა, რომელიც ზღაპრულ სასახლეს მოგაგონებთ

სკოლა, რომელიც ზღაპრულ სასახლეს მოგაგონებთ

რუსეთში, ქალაქ იოშკარ-ოლაში მდებარეობს სკოლა, რომელიც ზღაპრულ სასახლეს მოგაგონებთ.

როდესაც ქალაქში ასანთის კოლოფის მსგავსი სკოლები დგას, რასაკვირველია, ბავშვებს გული ნომერ მე-5 სკოლისკენ მიუწევთ, თუმცა მაღალი ფასის გამო კერძო სკოლაში სწავლას ყველა ვერ ახერხებს და პატარები უფასო საჯარო სკოლებს ჯერდებიან.

სკოლა 12 წლის წინ წარმატებულმა ბიზნესმენმა სერგეი მამაევმა ააშენა. მას სურდა, მეუღლის ტატიანას სურვილი აესრულებინა - ტატიანა ხშირად ეუბნებოდა ქმარს, რომ მოსწავლეებს გულით, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე უნდა უნდოდეთ დილით გაღვიძება და გაკვეთილებზე დასწრება.

სკოლაში სწავლა თვეში 61 დოლარი ჯდება. სკოლაში არის ბიბლიოთეკა, საცურაო აუზი, სპორტდარბაზი, სასადილო და სხვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს