პრინც ჩარლზის 3 სკანდალი

პრინც ჩარლზის 3 სკანდალი

უელსის პრინცი ჩარლზი დღეს 65 წლის გახდა. დედოფალ ელისაბედ მეორის უფროსმა ვაჟმა საპენსიო ასაკს ისე მიაღწია, რომ გაერთიანებული სამეფოს ტახტზე ვერ ავიდა. ჩარლზი ტახტის მემკვიდრეთა სიას ლიდერობს. მას მისი უფროსი ვაჟი 31 წლის პრინცი ულიამი და სამი თვის პრინცი ჯორჯი მოსდევს.

ჩარლზი სკანდალებში არაერთხელ გახვეულა, გთავაზობთ 3 ყველაზე ხმაურიან სკანდალს.

სკანდალი 1: პოლიტიკურ მოღვაწეებზე პრინცის გამონათქვამების პუბლიკაცია

2005 წელს გაზეთ Mail on Sunday-ის ჟურნალისტებმა პრინც ჩარლზის დღიური მოიპოვეს. ასე გაჩნდა სენსაციური მასალა, რომელშიც დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის პოლიტიკურ მოღვაწეებზე ჩანაწერების ნაწყვეტები იყო მოყვანილი. პრინცი საკმაოდ ღიად საუბრობდა მათზე.

სკანდალი 2 : დაქორწინებულ კამილა პარკერ-ბოულზთან ურთიერთობა

1989 წლის დეკემბერში ავსტრალიურმა ჟურნალმა New Idea-მ პრინც ჩარლზისა და კამილა პარკერ-ბოულზის სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ორივე ქორწინებაში იყვნენ, ისინი ტელეფონით ინტიმურ ურთიერთობებზე საუბრობდნენ.

სკანდალი 3 : ცოლისა და დედის კონფლიქტს გაექცა  

წელს გაზაფხულში სამეფო ოჯახში დიდი არეულობა იყო. კონფლიქტის ინიციატორი პრინც ჩარლზის მეუღლე კამილა პარკერ-ბოულზი იყო. მან დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე საკუთარი გამონათქვამებით ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, მონარქი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩარლზი შეუფერებლად მოიქცა. იმის მაგივრად, რომ მეუღლე დაერწმუნებინა, ბოდიში მოეხდა, მან ქვეყნიდან წასვლა ამჯობინა და შვეიცარიაში გაემგზავრა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს