ონანიზმის გაკვეთილები 5 წლის ბავშვებისთვის

ონანიზმის გაკვეთილები 5 წლის ბავშვებისთვის

ევროპაში უკვე აღარავის უკვირს, რომ მოსწავლეებს სკოლაში სქესობრივ განათლებას ასწავლიან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ცხარე დებატები იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განემარტათ მათემატიკისა და გეოგრაფიის გაკვეთილების შემდეგ სიტყვა სექსი "ბავშვურ ენაზე".

გაერო რეკომენდაციას იძლევა, 5 წლის ბავშვებს აუხსნან ონანიზმი და წიგნში ცალკე გვერდი დაეთმოს გენდერულ ძალადობას. "იუნესკომ" 98 გვერდიანი ანგარიში წარმოადგინა, სადაც მითითებული იყო, რომ 5-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ სქესობრივ ურთიერთობაზე, ასევე საფუძვლიანად უნდა გაეცნოთ აივ-ინფექცია.

"ვფიქრობ, ამ ასაკში უმჯობესია მოსწავლეებს საკუთარი სხეულის ნაწილები გავაცნოთ. აუცილებელი არაა ბავშვებს ონანიზმზე ვესაუბროთ. საერთოდაც აბსურდია 15 წლის გოგონას აბორტზე ელაპარაკო", - ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი მაიკლ ტურნერი.

"იუნესკო" ბავშვების ასაკს კატეგორიებად ყოფს და მათი აზრით, ტექსტის შინაარსიც ბავშვებს შესაბამის პერიოდში უნდა მიაწოდონ. ასე მაგალითად: 5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ასწავლონ, რომ "სასქესო ორგანოზე ხელის შეხებას ონანიზმი ჰქვია"; 9 წლის ასაკში ბავშვმა უკვე უნდა იცოდეს, "აფროდიზიაკის პოზიტიური და ნეგატიური ეფექტები. უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ჰომოფობია და ტრანსფობია. 12 წლის ბავშვებს "აბორტის გამომწვევ მიზეზებს გააცნობენ".

მაგრამ ნიუ-იორკელი ბავშვთა ფსიქიატრი ჯენიფერ ჰარსტეინი თვლის, რომ მნიშვნელოვანია, რა ხერხით გააცნობენ ამ ინფორმაციას ბავშვებს.

მომზადებულია UN-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს