ბექა მინდიაშვილი - სეკულარიზმის მტერი საპატრიარქოა

ბექა მინდიაშვილი - სეკულარიზმის მტერი საპატრიარქოა

ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართა. "ვის ეშინია სეკულარული დემოკრატიის" - ეს საკითხი იყო მსჯელობისა და დებატების თემა. "სეკულარიზმის მტერი საპატრიაქოა, ასევე ადამიანები, რომლებიც ტრადიციების დაცვის სახელით გამოდიან, ამასთან ერთად ტრადიციის, ეკლესიისა და სამეფოს გაერთიანების ავტორები, რაც პირდაპირი ნაბიჯია თეოკრატიისკენ", – აღნიშნა მინდიაშვილმა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზეც, თუ რამდენად დარღვეულია სეკულარიზმის ჩარჩო საქართველოში, რომ ქართულ რეალობაში მთავარ აქტორს საპატრიარქო წარმოადგენს და კეტავს სააზროვნო სივრცეს. ამ სივრცეში უსუსურ და მეორეხარისხოვან როლს სახელმწიფო ჯერდება, რომელიც არა კონსტიტუციის, არამედ საპატრიარქოს ნების აღმსრულებელი ხდება. "ეს იწვევს იმ შედეგებს, რომ სახელმწიფომ სამთაწყაროში, წინწყაროსა და ნიგვზიანში ქრისტიანი მრევლის აგრესიიდან არა თუ დაიცვა თავისი მუსულმანი მოქალაქეები, არამედ თავად იქცა ძალადობის წყაროდ", - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მინიტორინგის ცენტრის პროგრამის დირექტორმა, ლინა ღვინიანიძემ.

შეხვედრა დისკუსიით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც იღებდნენ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა