სულელური მესიჯები, რომელსაც ბიჭები გოგონებს უგზავნიან

სულელური მესიჯები, რომელსაც ბიჭები გოგონებს უგზავნიან

შეიძლება კაცებს გონიათ, რომ თუ გოგონას ბიჭი მოსწონს, სისულელეებზე თვალს ხუჭავს, მაგრამ ცდებიან.

გოგონები ინტერნეტში გაგზავნილ მესიჯებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და შესაბამისად რეაგირებენ. ბრიტანული ონლაინ-გაცნობის საიტების ადმინისტრაცია მამაკაცებს ურჩევს, ვიდრე პარტნიორს შეტყობინებას გაუგზავნის, მოსალოდნელი სიტუაციაც გააცნობიეროს. 

ქალებს ყველაზე მეტად აღიზიანებთ:

1. სიტყვები, სადაც ასოები შეცდომითაა დაწერილი.

2. უცნაური შეკითხვები - როდესმე უკანონოდ მოქცეულხარ? ეხლა რას აკეთებ? რამე ნიჭი გაქვს? რაღაც მინდა გკითხო.

3. ზედმეტად გულახდილი კომპლიმენტი მის სექსუალურობასთან დაკავშირებით - თუ ქალი სექსუალურია, მან ეს ისედაც იცის და უამრავჯერ მოუწევდა ამის მოსმენა. თუმცა, ლამაზი, სექსუალური ქალის შემხედვარე გრძნობებს ზედმეტ თავისუფლებას ნუ მიანიჭებთ და თავი ხელში აიყვანეთ.

4. როდესაც შეხვედრას დაჟინებით მოითხოვთ - უფლება მომეცი, შენისთანა ლამაზ გოგოსთან ვისადილო; მოდი ბევრი დავლიოთ და სისულელეებზე ვილაპარაკოთ, ნუ ხარ მორცხვი, შანსი მომეცი და ასე შემდეგ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს