საკრებულოს სხდომა და "ჭიდაობა" ჟურნალისტებთან კასპში

საკრებულოს სხდომა და "ჭიდაობა" ჟურნალისტებთან კასპში

2013 წლის 15 ნოემბერს კასპის საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს. მუნიციპალიტეტი თანამშრომელმა, კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტმა და პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა რატი თათხაშვილმა, დაცვის პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ჟურნალისტების ფიზიკური ძალის გამოყენებით შენობიდან გაძევება სცადა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალა ჟურნალისტებმა გადაიღეს.

"თავისუფალი დემოკრატების" აქტივისტის განცხადებით, რომელსაც არავითარი საბუთი არ წარმოუდგენია, აღნიშნულ სხდომაზე ჟურნალისტებისთვის საშვი არ იყო დაშვებული. "აკრედიტაცია გავლილი არ გაქვთ და არც საშვს დავუშვებთ", - უთხრა ჟურნალისტებს თათხაშვილმა. თუმცა სხდომის დამთავრების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსმა ვახტანგ პაპაშვილმა განაცხადა, რომ სხდომა ღია იყო.

კასპის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს სხდომები, (მათ შორის ბიუროს და კომისიების შეხვედრები) ღია და საჯაროა, სადაც ნებისმიერ პირს დასწრების უფლება აქვს. ამ დებულების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია აკრედიტირებულ ჟურნალისტს სხდომაზე სპეციალური ადგილი გამოუნახოს. მიუხედავად ამისა, საკრებულოს თანამშრომლებმა აღნიშნული მოთხოვნა არ შეასრულეს. "წარმოგენილი ვიდეო-მასალით, აშკარაა ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი. კასპის საკრებულოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის უფლებების დარღვევას საჯაროობის თვალსაზრისით. თუ საკრებულო გადაწყვეტდა სხდომის დახურვას, ამის შესახებ შესაბისი სამართლებრივი აქტი განსაზღვრულ ვადებში უნდა მიღებულიყო. ჩვენ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას მოვახდენთ", - აცხადებს "საიას" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა