ფეხბურთელს აიძულებენ დაამტკიცოს, რომ ქალია

ფეხბურთელს აიძულებენ დაამტკიცოს, რომ ქალია

მსოფლიოში ქალთა ფეხბურთი ძალიან პოპულარულია - განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ შემთხვევაში გულშემატკივრები ძირითადად კაცები არიან.

26 წლის სამხრეთ კორეელი თავმდასმხელი ეუნ სეონი ახალ სკანდალში გაეხვია - მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები კატეგორიულად მოითხოვენ, კიდევ ერთხელ ჩატარდეს გამჭირვალე გენდერული ტესტი და დადგინდეს, ქალია ის, თუ კაცი. ეს მითქმა-მოთქმა იმან გამოიწვია, რომ ქალმა სპორტსმენმა მსოფლიოში პოპულარული ფეხბურთელი კაცების რეკორდიც კი მოხსნა, როდესაც 22 თამაშში 19 გოლი გაიტანა. მწვრთნელები ამბობენ, რომ მიუხედავად ინტენსიური ვარჯიშებისა, ქალი ფეხბურთში ასეთ წარმატებას მაინც ვერასდროს მიაღწევს და იმ დატვირთვას ვერ აიტანს, რასაც ეუნი აჩვენებს. მისი გარეგნობაც თანაგუნდელი გოგონებისგან განსხვავებით თვალშისაცემია - ის 180 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 74 კილოგრამს იწონის.

თუმცა ფედერაციაში ამბობენ, რომ გოგონასთვის კიდევ ერთ გენდერულ ტესტს აღარ ჩაატარებენ, რადგანაც "ეს ბოიკოტი მისმა წარმატებულმა გოლებმა და გუნდის გამარჯვებამ გამოიწვია. ამის გამო კი ფეხბურთელის უფლებების შელახვას არავინ აპირებს".

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს