შიდა ქართლის მომავალ გუბერნატორს პრემიები და საწვავი მთლიანად "დაუხარჯეს"

შიდა ქართლის მომავალ გუბერნატორს პრემიები და საწვავი მთლიანად "დაუხარჯეს"

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატის სასარგებლოდ გამოყოფილი ასიგნებებიდან ახალ გუბერნატორს საწვავი და პრემიის თანხები აღარ ექნება. ამის შესახებ გუბერნატორის რანგში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე ზურაბ ჩხეიძემ განაცხადა. ის საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს მომდევნო გუბერნატორისთვის საწვავის ხარჯების გამოყოფას წერილობით სთხოვს.

"პრემიების თანხა, ჯერ კიდევ სექტემბერში ამოიწურა. ამის მიზეზია ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც საპრემიო თანხა წლის დასაწყისში შეგვიმცირეს. ასევე შემცირებული იყო საწვავის ხარჯი. ამიტომ მივმართავ ფინანსთა მინისტრს, რომ ახალ გუბერნატორს გადაადგილებისთვის თანხა გამოუყოს. მე, ბოლო ორი თვეა, ჩემი საკუთარი ხარჯებით ვყიდულობ საწვავს", - განაცხადა ზურაბ ჩხეიძემ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა