თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა მაისამდე ჩაიკეტა

თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა მაისამდე ჩაიკეტა

მთაში თოვლი უკვე მოვიდა, რის გამოც თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა მაისამდე ჩაიკეტა. თორღვას აბანოს უღელტეხილზე თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღწევს.

"ტრასნპორტისთვის საშიში მონაკვეთი თორღვას აბანოს უღელტეხილზეა. სოფლებში თოვლი უკვე დადნა, მაგრამ გზაზე სველი თოვლი დევს. მთაში მხოლოდ მუდმივად მცხოვრები 25 ოჯახიღა დარჩა. მათ ზამთრისთვის საჭირო პროდუქტები და შეშა უკვე მომარაგებული აქვთ. დილით სოფლის ექიმიც გადავიდა და მთელ ზამთარს იქ გაატარებს", - განაცხადა ლადო კახოიძემ.

თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ყოველწლიურად, ოქტომბერში იკეტება. იქ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თვეში ერთხელ დაფრინავს და მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში ბარში ჩამოსვლა ამ ვერტმფრენით უფასოდ შეუძლიათ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა