ოზურგეთში გაზის გაყვანის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

ოზურგეთში გაზის გაყვანის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

სოფელ ოზურგეთის მოსახლეობამ ბუნებრივი აირის მიწოდების მოთხოვნით, ცენტრალური, ურეკისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. მათი განცხადებით, გაზის შემოყვანას რამდენიმე წელია პირდებიან, თუმცა უშედეგოდ. გამართული აქცია გამაფრთხილებელია და თუ არ დაკმაყოფილდება მოსახლეობის მოთხოვნა, აქციები მასშტაბურ სახეს მიიღებს. 

"8 წელია, ვითხოვთ გაზის შემოყვანას. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, სოფელის ცენტრალური გზის ნახევარ დასახლებას შეუყვანეს გაზი და ნახევარი ისე დაგვტოვეს. ეს იმის გამო, რომ ჩვენ პოლიტიკურ მომხრეებად არ გვთვლიდნენ. იქნებ, ახალმა მთავრობამ მაინც გაითვალისწინოს ჩვენი თხოვნა. არ დავიშლებით, სანამ არ მოვა ოზურგეთის გამგებელი და საბოლოო სიტყვას არ გვეტყვის, როდის შემოგვიყვანენ გაზს", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად, ოზურგეთის გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე აქციაზე არ გამოჩენილა. ადგილზე სოფლის რწმუნებული ვალერიან ჯინჭარაძე და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გია ხუჭუა მივიდნენ. ამ უკანასკნელსა და მოსახლეობას შორის ხმამაღალი საუბარი შედგა, რადგან შეკრებილები სწორედ ხუჭუას ადანაშაულებდნენ საკუთარი სოფლის მიმართ უყურადღებობაში.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა