სტალინის ძეგლის დემონტაჟისთვის თელავის გამგეობა ტენდერს აცხადებს

სტალინის ძეგლის დემონტაჟისთვის თელავის გამგეობა ტენდერს აცხადებს

თელავში, ზუზუმბოზე, მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან აღმართული სტალინის ძეგლის დემონტაჟისთვის ქალაქის გამგეობა ტენდერს გამოაცხადებს. თელავის გამგებლის, გივი მეტრეველის განცხადებით, დემონტაჟისთვის საჭირო თანხა 1 000 ლარს აღემატება, რის გამოც ტენდერის გამოცხადება გახდა საჭირო.

"ორგანიზაციამ, რომელმაც ზუზუმბოზე სტალინის ძეგლი აღმართა, მის დემონტაჟზე უარი თქვა, ამიტომ გამგეობა იძულებულია, ძეგლი აიღოს. ზუსტად არ ვიცი, ან უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი, ან უახლოეს დღეებში გამოცხადდება", - აღნიშნა გივი მეტრეველმა.

შეგახსენებთ, საზოგადოება "სტალინელს" ძეგლის განთავსების ნებართვა თელავის ყოფილმა გამგებელმა ზურაბ ყურაშვილმა 2013 წლის 18 აპრილს მისცა. თელავში, სტალინის ძეგლი საზეიმო ვითარებაში 2013 წლის 1 სექტემბერს გახსნეს, ხოლო 5 სექტემბერს, თელავის გამგეობამ სტალინის ძეგლის დემონტაჟის ბრძანება გასცა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში