"ნაციონალი" დეპუტატი: "ქუთაისში ვიღაცამ დაქოქილი ძრავი გამორთო"

"ნაციონალი" დეპუტატი: "ქუთაისში ვიღაცამ დაქოქილი ძრავი გამორთო"

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, დავით გოგისვანიძე ქალაქის მერიისა და მუნიციპალიტეტების მუშაობას აკრიტიკებს. როგორც გოგისვანიძე განმარტავს, ქუთაისში არსებული ყველა მუნიციპალიტეტი სამუშაო საათების დასრულებამდე დაკეტილია და თანამშრომლებიც არაფერს აკეთებენ.

"ადრე, შუადღეს შესვენების გამოყენება კი არა, თავის მოსაფხანად არ ეცალა არავის. ახლა ყველა შესვენებაზე გარბის. არ ვართ მუშაობის რიტმში. თუმცა, რადგან არაფერი კეთდება არც მერიაში და არც მუნიციპალიტეტებში, საქმე არ აქვთ. ჩვენ დროს, ყველა ფუსფუსებდა, ყველგან მშენებლობა მიმდინარეობდა. ახლა კი ვიღაცამ დაქოქილი ძრავი გამორთო ქუთაისში", - ამბობს გოგისვანიძე.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი ტატო ლილუაშვილი კი აცხადებს, რომ  მერიაში სამუშაო რეჟიმი დაცულია და არანაირ დარღვევები არ არის.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა