მეც­ნი­ე­რებ­მა ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტი და­ა­სა­ხე­ლეს

მეც­ნი­ე­რებ­მა ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო  პრო­დუქ­ტი და­ა­სა­ხე­ლეს

მეც­ნი­ე­რებ­მა ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტი და­ა­სა­ხე­ლეს, რო­მელ­თა შო­რის სტა­ფი­ლო და ბრო­წე­უ­ლი ლი­დე­რო­ბენ.

სტა­ფი­ლოს მე­დი­კო­სე­ბი ხში­რად მი­ნი­ა­ტი­უ­რულ აფ­თი­აქ­საც ეძა­ხი­ან, რად­გან მას­ში თავ­მოყ­რი­ლია მი­ნე­რა­ლე­ბი­სა და ვი­ტა­მი­ნე­ბის იშ­ვი­ა­თი შე­ნა­ერ­თე­ბი. სტა­ფი­ლო ერ­თ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მა­ტო­ნი­ზე­ბე­ლი და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ბოს­ტნე­უ­ლი­ა. ის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა ქა­ლე­ბის­თვის, აუმ­ჯო­ბე­სებს კუჭ­-ნაწ­ლა­ვის მო­ტო­რულ ფუნ­ქცი­ას, წმენდს სა­ხეს, ამაგ­რებს თმის ძი­რებს. სტა­ფი­ლოს მთა­ვა­რი თვი­სე­ბა მას­ში არ­სე­ბუ­ლი კა­რო­ტი­ნი­ა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე D ვი­ტა­მი­ნად გარ­და­იქ­მნე­ბა, ეს ვი­ტა­მი­ნი კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია მხედ­ვე­ლო­ბის­თვის­.  სტა­ფი­ლოს ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თვი­სე­ბაც გა­აჩ­ნი­ა, ამი­ტომ გა­ცი­ვე­ბის დროს ექი­მე­ბი სტა­ფი­ლოს წვე­ნის ყელ­ში გა­მოვ­ლე­ბას გვირ­ჩე­ვენ. ძლი­ერ ხვე­ლას შვე­ლის სტა­ფი­ლოს წვენ­ში გახ­სნი­ლი თაფ­ლი, რძეს­თან შე­რე­უ­ლი, ბრონ­ქი­ა­ლუ­რი ას­თმის შე­ტე­ვას ხსნის. თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი­ა, რომ სტა­ფი­ლოს წვე­ნის მი­ღე­ბა არა­სა­სურ­ვე­ლია მათ­თვის, ვი­საც თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლი აღე­ნიშ­ნე­ბათ.

გარ­და ამი­სა, ახალ­გა­მო­წუ­რუ­ლი სტა­ფი­ლოს წვე­ნი შე­ი­ცავს ისეთ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც არა მარ­ტო მხედ­ვე­ლო­ბას აუმ­ჯო­ბე­სებს, არა­მედ კვე­ბავს სა­ხის კანს და იმუ­ნი­ტეტს აძ­ლი­ე­რებს.

მეც­ნი­ე­რუ­ლად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი­ა, რომ ბრო­წე­უ­ლის წვე­ნი წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლი­სა და კა­ნის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის დროს, კი­ბოს უჯ­რე­დე­ბის გამ­რავ­ლე­ბის სიჩ­ქა­რეს ანე­ლებს. საკ­ვებ­ში ბრო­წე­უ­ლის რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა მკერ­დის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კსაც ამ­ცი­რებს.

ტკბი­ლი ჯი­შის ბრო­წე­უ­ლის წვე­ნი სა­სარ­გებ­ლოა თირ­კმლებ­ში ჭვა­ლი­სა და კუ­ჭის აშ­ლი­ლო­ბის დროს. მჟა­ვე ჯი­ში კი სა­სარ­გებ­ლოა დი­ა­ბე­ტის, თირ­კმელებ­სა და ნაღ­ვლის ბუშ­ტში კენ­ჭე­ბის, რევ­მა­ტიზ­მის შემ­თხვე­ვა­ში.

ბრო­წე­უ­ლის წვე­ნი სა­სარ­გებ­ლოა და­ბა­ლი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი­სა და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სას, აგ­რეთ­ვე საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, წვე­ნი ასუფ­თა­ვებს პი­რის ღრუს, მა­დის მო­მა­ტე­ბას უწყ­ობს ხელს და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელი ტრაქ­ტის მუ­შა­ო­ბას აწეს­რი­გებს. თუმ­ცა კუ­ჭის წყლუ­ლისა და მა­ღა­ლი მჟა­ვი­ა­ნობით მიმ­დი­ნა­რე გას­ტრი­ტის დროს ეს სას­მე­ლი (და თა­ვად ბრო­წე­უ­ლიც) მავ­ნე­ბე­ლი­ა.

ბრო­წე­უ­ლის წვე­ნი პი­რის ღრუს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბის, სტო­მა­ტი­ტის დრო­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მაგ­რამ ბრო­წე­უ­ლის წვე­ნის მი­ღე­ბა სუფ­თა სა­ხით მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის - ნა­ხე­ვარ ჭი­ქა ბრო­წე­უ­ლის წვენს ნა­ხე­ვარ­ზე ოდ­ნავ ნაკ­ლე­ბი წყა­ლი უნ­და და­ას­ხათ, რად­გან მჟა­ვა კბი­ლის მი­ნან­ქარ­სა და კუ­ჭის გარსს აზი­ა­ნებს.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს