საცალო ქსელში შესაძლოა შაქრის ფასი ისევ შემცირდეს

საცალო ქსელში შესაძლოა შაქრის ფასი ისევ შემცირდეს

საცალო ქსელში შესაძლოა, შაქრის ფასი ისევ შემცირდეს. როგორც სადისტრიბუციო კომპანია "ჯი.ენ.ჯი"-ში გადაცემა "რადიო მარკეტს" განუცხადეს, აგარის შაქრის საბითუმო ფასი წინა წელთან შედარებით 25 ლარით არის შემცირებული და დღეს ტომარა შაქრის ღირებულება 67- დან 68 ლარამდე მერყეობს. კომპანია "ჯი.ენ.ჯიში" ამბობენ, რომ ფასების კლება კონკურენციის ზრდამ და ქართულ ბაზარზე იაფი შაქრის გამოჩენამ გამოიწვია.

"გაიაფების პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც იმპორტიორ ქვეყნებს უკრაინა დაემატა. ამ ფონზე ფასები ბრაზილიამაც დაწია",- აცხადებენ კომპანიაში.

სადღეისოდ, საქართველოში შაქარი უკრაინიდან, ბულგარეთიდან და ბრაზილიიდან შემოდის.

რაც შეეხება საცალო ბაზარს, სუპერმარკეტებში კილოგრამი შაქრის ფასი 1,40- ლარიდან 1,50- ლარამდე მერყეობს.

შაქრის საერთაშორისო ორგანიზაციამ საკუთარ პროგნოზებს ფასების კლების მიმართულებით გადახედა. ორგანიზაციამ საკუთარი პროგნოზები 2013/14 მარკეტინგულ წლებში პროდუქციის ჭარბი ოდენობით ახსნა. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ მომავალ წელს ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად, შესაძლოა, სეზონური დეფიციტი შეიქმნას. სავარაუდოდ, მსოფლიო შაქრის წარმოება 203 მლნ ტონით შემცირდება, რაც ამჟამად არსებული მარაგების შემცირებასაც გამოიწვევს. აღნიშნულის მიუხედავად, უახლოესი 10 თვის განმავლობაში, ექსპერტები შაქრის ფასის კლებას ვარაუდობენ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ