საქართველოში შესაძლოა "ვერსაჩეს" ბრენდის სამოსი შეიკეროს

საქართველოში შესაძლოა "ვერსაჩეს" ბრენდის სამოსი შეიკეროს

სამკერვალო ფაბრიკა "ლაურას" 27 ნოემბერს ტანსაცმლის ცნობილი ბრენდ "ვერსაჩეს" წარმომადგენლები ესტუმრებიან.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ლაურა ღაჭავამ bpn.ge -ს განუცხადა, უცხოელი ვიზიტორები ფაბრიკის მუშაობას დააკვირდებიან, რის შედეგადაც მომავალი თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ლაურა ღაჭავას თქმით, საყოველთაოდ აღიარებული კომპანიის ინტერესი მისმა ფაბრიკამ იტალიურ ბრენდ "მონ კლერთან" წარმატებული თანამშრომლობით გამოიწვია. უცხოური კომპანიისთვის ძვირად ღირებულ ქურთუკებს, რომელთა ფასი ათას ევრომდე აღწევს, ღაჭავას ფაბრიკა უკვე წელიწადზე მეტია, კერავს.

"მონ კლერთან" თანამშრომლობის ათწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. მას 10 ათას ქურთუკს ვუკერავთ. იტალიელების სურვილია, ეს რაოდენობა 25 ათასამდე გავზარდოთ, ფაბრიკაზე მესამე სართული დავაშენე, ახალი საკერავი მანქანები დავდგი, თუმცა, მუშახელი მაკლია", - აცხადებს ბიზნესქალბატონი.

ამ ეტაპზე ფაბრიკაში 200 მკერავი მუშაობს, დამატებით 300 თანამშრომელი ესაჭიროება, თუმცა, მათ მობილიზებას უშედეგოდ ცდილობს.

"წარმოგიდგენიათ, ლილოში მკერავები რუსთავიდან და საგარეჯოდან ჩემი ტრანსპორტით დამყავს. თბილისელები არ კადრულობენ მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ კერვის ორკვირიან უფასო ტრენინგს ვუტარებ. რთულად ეჩვენებათ. ურჩევნიათ, სახლში ისხდნენ და სერიალებს უყურონ", - აცხადებს ფაბრიკის მეპატრონე.

ფაბრიკის მეპატრონის თქმით, ხელფასის მინიმალური მოცულობა სამკერვალო ფაბრიკაში 300 ლარია, რასაც გამომუშავებული ბონუსები ემატება. "მყავს მკერავები, რომლებსაც თვეში 700-800 ლარს ვუხდი, მეტი რაღა უნდათ", - ამბობს ბიზნესქალბატონი.

bpn.ge

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ