დაცვის უფროსმა იანუკოვიჩის წინ ხმლით ლამის თავი მოიკვეთა

დაცვის უფროსმა იანუკოვიჩის წინ ხმლით ლამის თავი მოიკვეთა

უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის კიევში შეხვედის ოფიციალური ცერემონიის დროს, საპატიო დაცვის უფროსმა ორი პრეზიდენტის წინ ლამის თავი მოიკვეთა.

კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ პრეზიდენტებს საპატიო დაცვა მიესალმა. დაცვის უფროსი სახელმწიფოს მეთაურს მოუახლოვდა. სიტყვის წარმოთქმისას, მან შემთხვევით ხმალი ქუდზე მოიხვედრა და ჩამოუვარდა. სამხედრო არ დაბნეულა და ქუდი ჰაერშივე დაიჭირა. ამასთან, ეს იმდენად ოსტატურად გააკეთა, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელმა კაზუსი ვერც კი შეამჩნია. იანუკოვიჩმა კი შენიშნა, თავიდან გაოცებისგან პირი დააღო, მოგვიანებით კი გაიღიმა. ფაქტის ამსახველი ვიდეო youtube-ზე ვრცელდება.

კიევში ალიევის ვიზიტისას ორი ქვეყნის მმართველებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს