მესტიაში შესაძლოა არაბული ინვესტიცია განხორციელდეს

მესტიაში შესაძლოა არაბული ინვესტიცია განხორციელდეს

მესტიაში შესაძლოა არაბული ინვესტიცია განხორციელდეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი სიგუა საუდის არაბეთიდან ინვესტორს მასპინძლობს, აღნიშნული ვიზიტი საუდის არაბეთის საინვესტიციო ჯგუფის "Aamal Group"-ის ხელმძღვანელ და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს წევრ იასინ ალ სურორის მონაწილეობით დაიგეგმა, რომელსაც სიგუამ სვანეთში არსებული ტურისტული პოტენციალი და ინფრასტრუქტურა გააცნო.

"ბატონი იასინ ალ სურორი, თავის მხრივ აღნიშნულ პროდუქტს არაბეთის უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებთან და ჟურნალისტებთან პოპულარიზაციას გაუწევს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბატონი იასინ ალ სურორის ხელშეწყობით დეკემბერში საქართველოში პრეს-ტური გაიმართება, ხოლო მომავალი წლიდან იგეგმება ჩარტერული რეისების დანიშვნა საუდის არაბეთიდან საქართველოს მიმართულებით", - აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

იასინ ალ სუროური უკვე მეორედ იმყოფება საქართველოში, მან ხსენებული ვიზიტის ფარგლებში მესტიის გარდა, აჭარა და ყაზბეგი მოინახულა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი სიგუა მესტიის გამგებელს და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მათთან ერთად განიხილა ტურიზმის სფეროში მიმდინარე საკითხები, ასევე სტუმართან ერთად ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი მოინახულა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ