საქართველო-უნგრეთის ბიზნეს-ფორუმი 10-11 დეკემბერს გაიმართება

 საქართველო-უნგრეთის ბიზნეს-ფორუმი 10-11 დეკემბერს გაიმართება

ქალაქ ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის ბიზნეს-ფორუმი 10-11 დეკემბერს გაიმართება. ფორუმის ორგანიზატორები არიან უნგრეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტო (HITA), უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.

უნგრული მხრიდან აღნიშნულ ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან, როგორც უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე კერძო კომპანიები შემდეგი სექტორებიდან: სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა, ენერგეტიკა - განახლებადი ენერგია, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, მშენებლობა და ინფრსატრუქტურა.

საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის გამართულ სხდომაზე ქართული მხარის კომისიის ხელმძღვანელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბ-ნ მიხეილ ჯანელიძე. კომისიის წევრებს შორის არიან საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის და სხვადასხვა სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ