ბრიტანეთის პოლიცია იძიებს, როგორ მოხვდა 100 000 დოლარის ოდენობის ფული ქალაქ სპოლდინგის შორიახლოს მდებარე მდინარეში.
მდინარეში მოტივტივე ბანკნოტები გამვლელმა აღმოაჩინა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. პოლიციის ინფორმაციით, ზოგიერთი კუპიურა დაზიანდა, მაგრამ უმეტესობის მდგომარეობა ნორმალურია.
ამჟამად, ფულის მფლობელის ვინაობის დადგენას ცდილობენ, რომელსაც მოუწევს დაამტკიცოს, რომ ისინი მან კანონიერი გზით მოიპოვა და განმარტოს, თუ როგორ მოხვდა ფული მდინარეში.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.